22 დეკემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული განცხადება ზურა ჯაფარიძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყალბია-"ოცნება" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამოქვეყნებულ  განცხადებაზე სადაც ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერს. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ როგორც განცხადება, ასევე ელექტრონული ფოსტა, სადაც ინფორმაცია გამოქვეყნდა, არის ყალბი. 

“დღეს ელექტრონული ფოსტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა პარლამენტის თავმჯდომარე დილით ესაუბრა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს და მხარდაჭერას ზურაბ ჯაფარიძეს გამოუცხადებს. პარტიის პრესსამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხელს ნუ შეუწყობენ,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები