05 ოქტომბერი 2024,   15:08
ვრცლად
ამერიკელი პასტორი, რომელმაც თურქეთის ციხეში წელიწადნახევაქრი გაატარა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო

თურქეთში გათავისუფლებული ამერიკელი პასტორი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ენდრიუ ბრანსონს ოვალურ კაბინეტში უმასპინძლა. ბრანსონმა დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და კამერების წინ მათთვის ილოცა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს პასტორის გათავისუფლებისთვის გამოსასყიდი არ გადაუხდია და რეჟეპ ტაიპ ერდოღანს მადლობა გადაუხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირის სამშობლოში დაბრუნება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ენდრიუ ბრანსონმა თურქეთის ციხეში წელიწადნახევარი გაატარა. ის 2016 წელს ჯაშუშობისა და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს. 

დღის ამბები