18 მაისი 2024,   14:54
ვრცლად
მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ადვოკატი, შსს-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის დაკავების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის ადვოკატი. ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი არა ქართველი და თურქი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, არამედ კლინიკაში დააკავეს, სადაც 20-მდე ქართველს შელაპარაკება მოუვიდათ იქ მყოფ პირებთან. პაციენტებმა კი პოლიცია გამოიძახეს. თურქული მედიის ინფორმაციით, კი მინდია გორაძე თურქეთს უსაფრთხოების სამსახურებმა ქალაქ ტრაბზონთან დააკავეს. მის მანქანაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი აღმოაჩინეს.

"შს სამინისტრომ დღეს გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ ერთობლივი სპეცოპერაციის საფუძველზე მოხდა დაკავება. თუ პატიმრობას მიუსჯიან, უნდა მოიპოვონ შესაბამის მტკიცებულებები თურქმა სამართალდამცველებმა, რომ მართლაც არსებობს იმის საშუალება რომ საქართველოში ჩამოვიდეს და ექსტრადაცია მოახდინონ. თუ დადასტურდება რომ არსებობს საფრთხე რაიმე ფორმით, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდეს საქართველოში, მას გაუშვებენ, მით უმეტეს, რომ მას ბინადრობის უფლება გააჩნია თურქეთში,"-აცხადებს მინდია გორაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. 

მინდია გორაძის და, ინდირა გორაძე კი მისი ძმის დაკავებას უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან სატელეფონო კავშირი ხშირად აქვს.

"მცდარი ინფორმაცია გაქვთ, არ არის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ბევრ რაღაცას ადასტურებს, მაგრამ სიმართლეს არ შეესებამება, ნამდვილად არ არის დაკავებული,"-აცხადებს ინდირა გორაძე.  

  

დღის ამბები