19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
კუპატაძე ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელია... რაც შეეხება მის ნათესავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის - შს მინისტრი "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება

შს მინისტრი „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის სიმამრის ბიზნეს გარიგებებზეა საუბარი.

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ ავთანდილ ტაბუცაძის ბიზნესს მის უწყებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„თემურ კუპატაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელი დღეს ქვეყანაში. ის არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ის ღირსეულად ართმევს თავს თავის უფლებებს და მოვალეობებს. რაც შეეხება მის ნათესავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მის ბიზნესს ვერანაირი შეხება შს სამინისტროსთან ვერ ექნება. არ ვიცი გადავამოწმებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კავშირი ვერ ექნება. იმიტომ, რომ მე მჯერა თემურის ღირსეულობის და დარწმუნებული ვარ, რომ ის მე როგორც მინიმუმ საქმის კურსში ჩამაყენებდა თუ ასე არ მოხდა, ამას რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება პირადად ჩემგან მოჰყვება,“-განაცხადა შს მინისტრმა.

ოპოზიცია საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაარკვია, რომ ავთანდილ ტაბუცაძეს „ქართულმა ოცნებამ“ რაჭაში  სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება დაავალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ტაბუცაძესთან ამ პროცესში ჩართული იყო კანონიერი ქურდი გია ხმელიძე, იგივე "ხმელო".

ოპოზიციის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრი დიდი ფულს იღებს. თანხებს მას სპეციალურად შემუშავების სქემით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აძლევენ.

2018 წლის 22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის უნიფორმების შეძენაზე ტენდერი გამოცხადა. „ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი აჩვენა. კომპანია საპატრულო პოლიციის უფროსის, თემურ კუპატაძის, სიმამრს, ავთანდილ ტაბუცაძეს, ეკუთვნის, თუმცა სიმამრის ფირმა გამარჯვებულად იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ დოკუმენტაცია არასრულად წარადგინა. ამის შემდეგ ტენდერში „ჯეოტექსტილს“ გაამარჯვებინეს, რომელიც გახარიას უწყებას მომსახურებას 47 ათასი ლარით ძვირად სთავაზობდა.

დოკუმენტით დასტურდება, რომ გამარჯვებულმა „ჯეოტექსტილმა“ ხელშეკრულება საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრის კომპანიასთან გააფორმა და მთელი ფული მას გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფორმები საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრმა შეუკერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები