19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ბათილად ჩათვლილი ოქმები - გაერთიანებული ოპოზიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება, კრწანისის 22-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი 4 ბიულეტენის გაუქმებას.

ოპოზიცია მათ აღდგენას ითხოვდა. გაუქმების მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ ბიულეტინებზე ერთის გარდა ყველა კანდიდატი გადახაზული იყო და შესაბამისად, ამომრჩევლის მოქალაქეობრივი ნება გარკვევით არ დაფიქსირებულა.

"ძალა ერთობაშია" განაჩენის გასაჩივრებას დღეს სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილება აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. კომისიაში უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილი ბიულეტინები, სადაც ცხადად არის გამოხატული ამომრჩევლის ნება, იმიტომ რომ უფრო მეტი ხელი გაქვს ჩათვალო ბათილად,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლილე ლიპარტელიანი.

დღის ამბები