19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
მარიხუანას მოხმარების რეგულაციები და სანქციები - ოპოზიცია შს სამინისტროს კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

მარიხუანას კულტივაცია-/ექსპორტის შესახებ მთავრობის კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უკვე გაწვეულია.

დღეს კი იურიდიულ კომიტეტში დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ შსს-ს მიერ მომზადებულ პროექტს მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით.

შეზღუდვა ეხება იმ პირებს, რომლებიც 21 წლამდე ახალგაზრდებს მარიხუანას მოხმარებას შესთავაზებენ. ასევე სისხლის სამართლებრივად დაისჯება ყველა, ვინც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანას მართავს.

„საჯარო სივრცეში ყველგან იკრძალება კანაფის ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება. ხოლო საჯარო მოხელეებს, რომლებსაც საჯარო სამსახურებში დაუდგინდებათ ასეთი ფაქტი, უფრო მაღალია იქ სანქცია.

ასევე არის ზემოქმედების ქვეშ თუ დადასტურდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგინდება. ეს არის იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს,“-ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.  

ოპოზიცია რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ისინი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

„არ დავუჭერთ მხარს,არის აბსოლუტურად გაუგებარი,არათანმიმდევრული პოლიტიკა, ჯერ შემოაქვთ ერთი კანონპროექტი, შემდეგ წინასაარჩევნოდ მეორე.

რაღაც პერიოდში გვაქვს ეჭვი, რომ მას ისევ უკან შემოაბრუნებენ და ეს ალბათ მოხდება არჩევნების შემდეგ“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

დღის ამბები