ლაშა თორდიას დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ადვოკატები საქმის მასალების გასაცნობად ემზადებიან, რის შემდეგაც იურისტები პროკურატურას კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმე ცემის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე შარდენზე თორდიაზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირდებოდა და ფარცხალაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეს. თავად ყოფილი გენერალური აუდიტორი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად დარწმუნებულია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, საქმის ახლა გააქტიურება არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება და პროცესებს "სპექტაკლს" უწოდებს.
"ეს იყო მაღალი თანამდებობის პირზე, მისი სამსახურეობრივი საქმიდან გამომდინარე პირადი შურისძიება და პირადი თავდასხმა,"-აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ქობესაშვილი.