აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - უკვე მეორე დღეა სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები მმართველი გუნდის ლიდერებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, თუმცა მათ მმართველი გუნდის ლიდერები არ ხვდებიან.
აქციის მონაწილეების გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია, თითქოს ის ხალხის პრობლემებს არ იცნობს.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ.
“ბატონო ბიძინა, თქვენი და თქვენი გუნდის დაკვეთით და დავალებით გაიძარცვა და გადაიწვა თერთმეტი ათასი კვადრატული ფართობის "ბავშვთა სამყარო“, ამხელა სავაჭრო ცენტრი. თქვენს ბიზნეს ინტერესებს შევეწირეთ ჩვენ. თქვენი ხუთეულის: ივანიშვილის კვირიკაშვილის, კალაძეს, ხაზარაძის, ფარცხალაძის. ამხელა ფართის გადაწვა და გაქურდვა ვის შეეძლო? ისევ კრიმინალურ ხროვას,“- აცხადებს აქციის მონაწილე
იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდის ლიდერები არ შეხვდებიან, აქციის მონაწილეები თავის დაწვის იმუქრებიან.