19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა იწყება

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებული მწვავე რეზოლუციის განხილვა რამდენიმე საათში დაიწყება.  

დღევანდელი დებატების შედეგად შესაძლოა დოკუმენტში ბოლო შესწორებები შევიდეს, თუმცა მანამდე უკვე ცნობილია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, ამას დეპუტატები მას შემდეგ შეაფასებენ, რაც მსჯელობა გაიმართება აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ, ასევე განიხილავენ საქართველოში მედიაპლურალიზმის საკითხს - მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმეს.

რეზოლუციაში შესულია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია". ანგარიშში, სადაც დღემდე 229 შესწორება შევიდა, რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა ისეა მოხსენიებული.

ცალკე პუნქტი ეთმობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს და სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. საუბარია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასმთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების შესახებ. ხაზგასმულია ასევე, რომ სიღარიბე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ერთ-ერთი ბოლო შესწორების შედეგად დოკუმენტში მოხვდა ვანო მერაბიშვილის საქმეც. დღევანდელი დებატების შემდეგ რეზოლუციას ხვალ პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

დღის ამბები