19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილი ვითარება - გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო დამკვირვებლებს და ორგანიზაციებს ხვდება 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ხვდებიან. ისინი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილი ვითარების შესახებ გაუცვლიან ინფორმაციას. 

ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფაქტზე გამოძიებამ რამდენიმე პირს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს არის ლოიალური დამოკიდებულება საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ისინი ითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას ად ბრალის დამძიმებას ითხოვენ.  

„ახალქალაქში რაც მოხდა, არის დანაშაულის მთელი კომპლექსი, ერთი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ეს არის წინასწარი განზრახვით ადამიანზე თავდასხმა, ჯანმრთელობის დაზიანება. ის პატარა მაფიოზი, რომელიც არის ჩაბუდებული ნინოწმინდა-ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახით, რომელსაც თავისი შეიარაღებული მხედრიონივით ფორმირება აქვს, არის ხელისუფლების დასაყრდენი და მათთვის ასე განიხილება, რომ ეს რეგიონი არის ჩაყრილი ხმების ბეღელი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეხმაურებიან და მას მძიმე ფაქტად აფასებენ. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზეც საუბრობს.

დღის ამბები