19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში გახდა განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი,"- თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან ევროპარლამენტში გამართულ დებატებს დაესწრო. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული შეფასებებით კმაყოფილები არიან და მათი რეკომენდაციებიც მისაღებია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით კი ერთ-ერთი ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილზე გენდერული ნიშნით შესაძლო თვადასხმასაც გამოეხმაურა.

"სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში გახდა განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი, მის წინააღმდეგ გამოიყენებოდა ტერმინები, რომლებიც როგორც არამხოლოდ აქ, არამედ ბევრს სხვა ფორმატშიც აღინიშნა, რომ არის დაუშვებელი - როგორიც არის მოღალატე და ა.შ. რაც შეეხება გენდერულ კომპონენტს, ქალების მიმართ პოლიტიკაში ზოგადად უფრო მტრული გარემო არის, ჩვენ ქვეყანაში მათ შორის, სხვა ქვეყნებშიც. მე ვიმეორებ ანა გომეშის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისოგენიური მოტივით ქალი კანდიდატის მიმართ რა თავდასხმებიც ხორციელდება, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდად წარმომჩენი,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები