19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
„მთელი 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია" - ხოშტარია წულუკიანის განცხადებას აფასებს

„მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია,“- ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, თეა წულუკიანი და მთლიანად ხელისუფლება სამხედროებს კი არ იცავენ, არამედ მათ წინააღმდეგ გამოდიან.

„ჩვენი იუსტიციის მინისტრი, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სამხედროებს, ვინც დაიცვა ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის საშინელი აგრესიის წინააღმდეგ, ის მათზე საუბრობს როგორც ვიღაცა უცხო ადამიანებზე. კი არ იცავს, არამედ საუბრობს, რომ იქ ვიღაცას დაკითხავს, თეა წულუკიანი პირადად და ეს ხელისუფლება წლების გამავლობაში ჩვენი ხელისუფლების ჯინაზე მთლიანად ისე წარმართა პროცესები, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს სამხედროები, რომლებსაც მადლობა უნდათ ვუთხრა ყოველ დღე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები