19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ჭარბვალიანობა და შავ სიებში მყოფი მოქალაქეები - პრემიერი პრობლემის დაძლევის გეგმას წარადგენს 

ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე პროგრამის წარდგენას გეგმავს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავ სიაში ამ დრომდე ბევრი მოქალაქეა და ცვლილებები, რომელიც მთავრობამ უნდა განახორციელოს ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ განვითარებაზე.

მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ მოსახლეობას საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები მართლაც აქვს, თუმცა მათი მტკიცებით, მთავრობის გეგმა, რომელის განხორციელებაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, კრიზისის დასაძლევად ეფექტური იქნება.

ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით საბანკო ვალდებულებების და შავ სიაში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია მიდის მუშაობა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეკონომიკას. ჩვენი პროგრამა და დეტალები გამოცხადდება ხვალ, დიდი ნაწილია ამნისტიის, რომელიც შეიძლება გამოცხადდეს გარკვეულ დავალიანებებზე. ცვლილებები ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისე, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას,“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია.

დღის ამბები