19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - “ევროპული საქართველო” პარლამენტში შს მინისტრს იბარებს

მოზარდების მკვლელობის საქმე - “ევროპული საქართველო” პარლამენტში შს მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ითხოვს. მათ ეს ინიციატივა ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს.

“ევროპული საქართველო”  ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე გიორგი გახარიასგან კონკრეტულ განმარტებებსა და კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს. 

„გვაქვს მოლოდინი რომ შს მინისტრი მოვა პარლამენტში და შეხვდება უმცირესობას და გასცემს პასუხს იმ კითხვებზე რომელიც ჩვენ გვაქვს ისევ და ისევ სარალიძის საქმესთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები ეხება, როგორც კონკრეტული ახალგაზრდისთვის ბრალის წაყენებას ისე მაღალჩინოსნების გათავისუფლებას და მათ ქმედებებზე გამოძიების დაწყებას,“-აცხადებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ მიმდინარე კვირას მივა, თუმცა ზუსტი დრო და შეხვედრის ფორმატი უცნობია.

„გიორგის არასოდეს უარი არ უთქვამს პარლამენტში მოსვლაზე და რომელიმე კითხვას არ გაქცევია არასდროს. დღესაც, ალბათ მოვილაპარაკებთ ოპოზიციასთან შეხვედრის დროზე, დროს და ფორმატს ალბათ უკვე  დღეს საღამოს ვაცნობებთ საზოგადოებას,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

მინისტრის პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი შეფასებით ხელისუფლებაში არ არსებობს ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება.

დღის ამბები