19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
თუ კვლევა პარტიის წევრებს შორის ჩატარდა, მართლაც მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგები - გია ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის განმარტება,  რომ მმართველი პარტიის დაკვეთილი კვლევები არასწორი მეთოდიკით ჩატარდა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მისაღებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ პარტიის ეგზითპოლების შედეგებსა და ცესკოს შედეგებს შორის დიდი ცდომილების გამო პასუხისმგებლობა პარტიის ლიდერებს ეკისრებათ.   

„ჩემის აზრით, არასაკმარისად ჰქონდა გაცნობიერებული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ნაწილს, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას არსებული განწყობები. რაც შეეხება კვლევებს,  იმაზე მეტს მე ვერაფერს გეტყვით რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა. არასათანადო მეთოდით ჩატარდა ეს კვლევები და ძირითადად ჩატარდა პარტიის წევრებს შორისო,  თუ ეს მართლაც ასე გაკეთდა, მართლაც მოსალოდნელი იყო რომ ასეთი შედეგები ყოფილიყო“-ამბობს გია ჟორჟოლიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები