19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
განცხადებები სიცრუეზე არის დაფუძნებული და რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს - კახა კალაძე ევროდეპუტატების კრიტიკას აფასებს

თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება, რომელსაც საქართველოს პრემიერი ესწრებოდა. კალაძის თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან საკმაოდ დადებითი განცხადებები გაკეთდა საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.

კახა კალაძისთვის ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები მიუღებელია. ის ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გამოთქვა მმართველი გუნდის საწინააღმდეგო მოსაზრება, რასაც თბილისის მერი „სიცრუეზე დაფუძნებულ,“ განცხადებებად მოიხსენიებს.   

„აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ევროპარლამენტში არის 400-ზე მეტი წარმომადგენელი, შესაბამისად, 4-მა პარლამენტარმა რაღაც განცხადებები გააკეთეს, რომელიც სიცრუეზე არის ძირითადად დაფუძნებული და რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს, ვერანაირად ვერ მივიღებ. ჩემთვის მთავარია, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბრიფინგზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარმართავდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროდეპუტატებმა საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდეს.

ევროდეპუტატები ამბობენ, რომ სიძულვილის ენა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები