19 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო და 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

პირველი ტურის მსგავსად 28-29 ნოემბერს ისევ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრი, სადაც დამკვირვებლები ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გააცნობენ ინფორმაციას.

გაკეთებული განცხადებები ოპერატიულად განთავსდება მედია ცენტრის "Facebook" გვერდზე.

დღეს კი სამი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასებენ.

„ეს წინასაარჩევნო გარემო იყო საკმაოდ დაძაბული და მკვეთრად პოლარიზებული, მათ შორის ნეგატიური კამპანიაც აქტიურად ხორციელდებოდა. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი 650 საარჩევნო უბანზე, ეს არის შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი საარჩევნო უბნები, სადაც წარგზავნილი იქნებიან ჩვენი დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.  

დღის ამბები