19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებს NDI დააკვირდება - ორგანიზაციის ხელმძღვანელები პრემიერს და ელჩებს შეხვდებიან

დამკვირვებლებს შორისაა, რა თქმა უნდა, NDI. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაციის ხელმძღვანელები პრემიერ მინისტრთან და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და მოსალოდნელი არჩევნები იქნება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მეორე ტურის ობიექტურ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სადამკვირვებლო დელეგაციის წევრები საქართველოში სპეციალურად არჩვენების მეორე ტურისთვის დაბრუნდნენ. ჩვენ შეხვედრები უკვე გავმართეთ გრიგოლ ვაშაძესთან, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. გვექნება მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივ ჯგუფებთან და მათ დაკვირვებებს ჩვენს დასკვნაში გავითვალისწინებთ.

ამ დროისთვის ჩვენ ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვიმყოფებით. დავაკვირდებით არჩვენების დღეს და ჩვენს მიერ მიღებულ მონაცემებს მეორე დღეს შევაჯამებთ. ჩვენ ვურჩევთ ამომრჩევლებს, წავიდნენ არჩევნებზე, გამოხატონ საკუთარი ნება და არ გახდნენ დაშინებისა და რაიმე სახის ზეგავლენის მსხვერპლნი“-ამბობს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.

ამავე თემაზე
დღის ამბები