19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ქართული მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და აირჩიოს, ღირსეული, ევროპული, პრინციპული, პატრიოტი  კანდიდატი დედაჩემი" - თეიმურაზ გორჯესტანი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. თეიმურაზ გორჯესტანი აცხადებს, რომ მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი უნდა გააკეთოს.

„საფრანგეთის ყოფილი დიპლომატი რომელიც ჩამოვიდა ევროპიდან რომ საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში.  ვის ებრძვის მეორე ტურში ? საბჭოთა კავშირის დიპლომატს, რომელსაც ჰქონდა რუსული პასპორტი, როცა ომი მიმდინარეობდა რუსეთთან და კიდევ ამაყობს რომ მე ვიყავი საბჭოთა კავშირის დიპლომატი. გრიგოლ ვაშაძის და საბჭოთა კავშირის დამარცხება არის ეს უკანასკნელი ბრძოლა.

ამ ბრძოლისთვის მთელი ქართული მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და აირჩიოს, ღირსეული, ევროპული, პრინციპული, პატრიოტი  კანდიდატი დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი“-ამბობს სალომე ზურაბიშვილის შვილი.

სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზე (გუგუშვილი) გორჯესტანი საფრანგეთის მოქალაქეა და მას საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. 

დღის ამბები