19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობები, რომლითაც ხმის მიცემის მცდელობა იყო - გიორგი ვაშაძე დარღვევებზე საუბრობს

„ქართული ოცნება" იყენებს ყველა ხერხს და მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნებამდე, გაყალბების კუთხით,“ - ეს განცხადება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია.

„ჩვენ გამოვავლინეთ პირველი ყალბი პირადობის მოწმობები, რომლითაც ხმის მიცემის მცდელობა იყო - ვაკის მე-2 და მე-14 საარჩევნო უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელით, რომელიც 48 წელს არის დაბადებული ყიფშიძის ნომერ ხუთში, მივიდა ადამიანი საარჩევნო სიებში არის სხვა ფოტო, მას ხელში უჭირავს პირადობის მოწმობა სხვა ფოტოსურათით. ეს არის დოკუმენტის გაყალბება და ამაზე დაუყოვნებლივ მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა უკვე რეგიონებშიც. მისი თქმით, მარნეულში საარჩევნო ბიულეტინებია გარეთ გამოტანილი. მისივე თქმით, კომისიის წევრი ხელმომწერების ჟურნალით გარეთ იმყოფება და გარეთ აწერს ხელს მოქალაქე, იქვე აწერს ხელს, კონვერტში დებს ბიულეტენს და გადატანა ხდება ამის შემდეგ.

ვაშაძის თქმით, გარდაბანში, 57-ე საარჩევნო უბანზე გამზადებულია ხელმოწერილი, ბეჭდიანი ბიულეტენები. 

ვაშაძე ასევე, ამბობს, რომ მასიური მანიპულაცია მიმდინარეობს გადასატანი ყუთებით. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისშიც დაფიქსირდა დარღვევები. 

დღის ამბები