19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევის ფონზე,“ - დავით ჯანდიერი

„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევის ფონზე,“ - ეს განცხადა იურისტმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა გააკეთა. მან მოქალაქეებს იმ დარღვევების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელსაც სამართლებრივი რეაგირების ჯგუფი აფიქსირებს. 

„მასიურად აქვს ადგილი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კერძოდ, ამომრჩევლებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან. რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საჯაროდ, მესამე პირების თვალწინ, რითაც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა. მეორე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმის მიცემისას, კომისიის წევრების მოქმედებები მასიურად ატარებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. კერძოდ, ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომელი ნომერი უნდა იქნეს შემოხაზული, შემდეგ თვითონ კეცავენ ბიულეტენს და ათავსებენ ყუთში. მესამე, არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მარკირებული ადამიანი საარჩევნო უბანზე ხელმეორედ იქნა დაშვებული და ხელმეორედ მისცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. მეოთხე, აღინიშნება ტენდენცია იმის შესახებ, რომ გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩევლები კვლავ მიდიან უბანზე და განმეორებით აძლევენ ხმას,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ჯანდიერი ფულის გადაცემის მასიურ შემთხვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ფაქტები უშუალოდ, კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. ჯანდიერი ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ ტოვებენ. 

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ცესკო-ს და სამართალდამცავ ორგანოებს დროულ რეაგირებას სთხოვს, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

დღის ამბები