19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 4 ფაქტზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თბილისში, მცხეთაში და ბათუმში სავარაუდო დანაშაულის 4 ფაქტზე დაიწყო.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, ავრცელებს.

 „ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანასაულის 4 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო თბილისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტის  ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.  მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ასევე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. ყველა ფაქტებზე ბრალდების ადრესატები არიან, როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ყველა საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ინტენსიური საგამოძიებაო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას,“ - აცხადებს ჯავახაძე.

დღის ამბები