19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
„ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 47.2%-ია" - მიხეილ ბენიძე

„ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 47.2%-ია, რაც პირველ ტურთან შედარებით მაღალია,“- ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ბენიძემ არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ დროისთვის სამართლიან არჩევნებს წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში 37 საჩივარი, საოლქო კომისიებში - 38.

„გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ქართული ოცნების პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით. საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული დარღვევები, მათ შორისაა გადასატან ყუთიდან დაკავშირებული ხარვეზები,“- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ბენიძემ ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

დღის ამბები