აშშ-ში საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ვერ ახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პარალელურად პრობლემები აქვთ ამომრჩევლებს, რადგან სამუშაო დღეა და ხმის მიმცემთა უმრავლესობა არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებს.
სიაში 912 მოქალაქეა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ტურის შემდეგ სიას 59 ამომრჩეველი დაემატა.
ბადრი მებურიშვილი, რომელიც პირველ ტურზე კომისიის წევრი იყო და დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ ნიუ იორკის უბანზეა დარეგისტრირებული და მას ვაშინგტონში ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ.
როგორც თავად განმარტავს, ასეთ შემთხვევაში კომისია ვალდებული იყო, მისი წევრისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცა, რადგან ის ფიზიკურად ვერ დატოვებს უბანს და ხმის მისაცემად იმ ქალაქში ვერ წავა, სადაც სიაშია.
საარჩევნო უბნები ვაშინგტონში და ნიუ იორკში, ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათზე დაიხურება და შედეგები ამაღამვე იქნება ცნობილი.