19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ამ დროისათვის დათვლილია 3 702 უბანია, საზღვარგარეთ მიღებულ შედეგებში ვაშაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისათვის 3 702 უბანია დათვლილი. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,54 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.46 %-მა.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში  307 საჩივარია შესული.

„ნომერი 5 გრიგოლ ვასაძე - მიღებული ხმების რაოდენობა არის 779 614 ხმა, რაც პროცენტულად არის 40.46 პროცენტი. ნომერი 48 - სალომე ზურაბიშვილი მიღებული ხმების ოდენობა 1 147 106 ხმა, ხოლო პროცენტულად 59.54 პროცენტი.

"რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს - 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი. როგორც გითხარით აშშ-ში სამ უბანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურები და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: ნომერი 5-გრიგოლ ვაშაძე 64.27 პროცენტი, რაც არის 5 216 ხმა, ხოლო ნომერი 48 სალომე ზურაბიშვილი 35.73 პროცენტი, რაც არის 2 900 ხმა,“ - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

დღის ამბები