28 სექტემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ბრაზილიაში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბრაზილიაში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რიო დე ჟანეიროში ე.წ. მოტივტივე ნაძვის ხე გაანათეს. ახალი წლის სიმბოლო 70 მეტრის სიმაღლისაა და 350-ზე მეტ ტონას იწონის. ნაძვის ხის ანთების შემდეგ რიოში გრანდიოზული ფოიერვერკი გაუშვეს, რომელიც 7 წუთს გაგრძელდა.

ცერემონიას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს მათ შორის ტურისტებიც. ნაძვის ხის ანთება რიოს კარნავალისა და კოპაკაბანას პლაჟზე ახალი წლის შეხვედრის შემდეგ ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა. 

დღის ამბები