28 სექტემბერი 2024,   17:26
ვრცლად
შეტაკებები პარიზში-სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 110 ადამიანი დაშავდა

არეულობა პარიზში - სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. დაპირისპირების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 110 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-მდე პოლიციელი. ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას მომიტინგეების მიერ მოგლეჯილი რკინის ჭიშკარი დაეცა. შეტაკების დროს დემონსტრანტებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა საფრანგეთში საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და შენობებს, პოლიციამ კი მათი შეჩერება ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით სცადა. დაკავებულია 270 ადამიანი. პარიზის არეულობას ბუენოს აირესიდან გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის შეფასებით, განვითარებულ მოვლენებს მშვიდობიან დემონსტრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დღის ამბები