28 სექტემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ

ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ. შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის ცხედარს ბორტი ნომერი ერთით ვაშინგტონში ხვალ გადაასვენებენ. მამა ბუშის ხსოვნისთვის პატივის მიგება მოქალაქეებს კაპიტოლიუმის გუმბათოვან დარბაზში ოთხშაბათამდე შეეძლებათ. 5 დეკემბერი დონალდ ტრამპმა საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა. დაკრძალვის ცერემონიას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, დაესწრება. ოჯახის წევრები და მეგობრები ჯორჯ ბუშ უფროსს ვაშინგტონის ეროვნულ კათედრალშიც გამოემშვიდობებიან. ცერემონიები გაიმართება ჰიუსტონშიც, სადაც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. 

დღის ამბები