28 სექტემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპთან სრულყოფილი შეხვედრა ვერ შეძლო

ვლადიმერ პუტინი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპთან სრულყოფილი შეხვედრა ვერ შეძლო. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პუტინის თქმით, მან ამერიკელი კოლეგის შეკითხვას შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი სიტყვით უპასუხა. რუსეთის პრეზიდენტის თქმითვე, ამ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს თავისი პოზიცია აქვს, მას კი მისი და ისინი, გასაუბრების შემდეგაც, უცვლელი დარჩა. პუტინის განცხადებით, მოსკოვი დაკავებული უკრაინელი მესაზღვრეების გაცვლის საკითხზე კიევთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

დღის ამბები