28 სექტემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციები - საფრანგეთის ხელისუფლება საპროტესტო მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს

მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლება საპროტესტო მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან დღეიდან მოლაპარაკებებს იწყებს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. მანამდე კი პარიზში, არეულობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებს, რომლების უკვე მესამე კვირაა საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით მიმდინარეობს 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 133 პირი, აქედან 23 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები