28 სექტემბერი 2024,   17:26
ვრცლად
საფრანგეთის პრემიერმა საწვავის გადასახადის ზრდაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობა დემონსტრანტებთან დათმობაზე წავიდა. ქვეყნის პრემიერმა საწვავის გადასახადის ზრდაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ხელისუფლების გეგმას საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები და არეულობა მოყვა. ეგრეთ წოდებულმა ყვითელ ჟილეტიანმა დემონსტრანტებმა დაარბიეს პარიზის ცენტრი და ღირსშესანიშნაობებიც დააზიანეს. არეულობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

სავარაუდოდ, მორატიუმი ფასების მატების შეჩერებაზე რამდენიმე თვე გაგრძელდება. 

დღის ამბები