28 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ევაკუაცია CNN-ის ოფისში - სამართალდამცველები შენობაში ნაღმს ეძებენ

ტელეკომპანია "CNN"-ის ნიუ-იორკის ოფისთან პოლიციისა და სახანძრო სამსახურების ბრიგადებია მობილიზებული.

ცოტახნის წინ შენობიდან კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. სამართალდამცველებმა ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტელეკომპანიის მუშაკებს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.

პოლიციას გადაკეტილი აქვთ მიმდებარე ქუჩები. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.

დღის ამბები