28 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
იტალიაში ღამის კლუბში მომხდარი არეულობის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა

იტალიაში ღამის კლუბში მომხდარი არეულობის და ჭყლეტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ კორინალდოში მდებარე ღამის კლუბში მოხდა, სადაც რეპერი სფერა ებასტა გამოდიოდა. შემთხვევის დროს ღამის კლუბში დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ღამის კლუბში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ათი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები