28 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
შეტაკებები სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის - ყვითელჟილეტიანების აქცია ბრიუსელში დარბევით დასრულდა

ყვითელი ჟილეტების აქცია ბრიუსელში დაკავებებით დასრულდა. ფრანგების მხარდასაჭერად ბრიუსელის ცენტრალურ ქუჩაზე 1000-მდე მანიფესტანტი გამოვიდა და ევროკავშირის შტაბბინასთან სცადა შეკრება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, მოძრაობა შეაფერხეს და სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად ძალოვანებმა 400 ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები