28 სექტემბერი 2024,   17:26
ვრცლად
 სანტა-კლაუსების მარათონი გერმანიაში

გერმანიაში საშობაო ღონისძიებები მიმდინარეობს. ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად მიხენდორფშიც სანტაკლაუსებმა მარათონი გამართეს.

ყოველწლიურ ღონისძიებაში ასობით მოხალისე მონაწილეობდა. მათ 10 კილომეტრამდე მანძილი გაირბინეს. ღონისძიება, რომელიც მარათონელთა კლუბის მიერ იყო ორგანიზებული, მეათედ გაიმართა და ევროპაში თავისი მასშტაბებით მესამე ადგილი უკავია.

საშობაო ღონისძიება გაიმართა მიუნხენშიც. ტრადიციულად ქალაქის ცენტრში მითიური გმირების "კრამპუსების" ნიღბებით თეატრალიზებული მსვლელობა მოაწყვეს.

 

დღის ამბები