28 სექტემბერი 2024,   17:20
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა. სამკვირიანი პროტესტისა და არეულობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა შეცდომები აღიარა და მოსახლეობის რისხვას სამართლიანი უწოდა.

სატელევიზიო მიმართვისას, ემანუელ მაკრონმა არსებული კრიზისის მოგვარების გზებზე ილაპარაკა. პრეზიდენტმა 2019 წლიდან მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდა დაანონსა. გარდა ამისა, წლის ბოლოს დარიცხული პრემიები და ზეგანაკვეთური ანაზღაურება არ დაიბეგრება. ანტიკრიზისულ გეგმას პრეზიდენტი პარლამენტს დღეს გადაუგზავნის.

სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შესრულება მთავრობას 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება. მიუხედავად ამისა, მოძრაობა ყვითელი ჟილეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საპროტესტო მოძრაობას ვერ შეაჩერებს.

დღის ამბები