28 სექტემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ბრექსიტის შეთანხმებაზე პარლამენტში კენჭისყრის გაუქმება - ტერეზა მეი ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლებას ცდილობს

ბრექსიტის შეთანხმებაზე პარლამენტში კენჭისყრის გაუქმების შემდეგ, ტერეზა მეი ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლებას ცდილობს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეიდან, ევროპულ ტურნეს იწყებს, იმ მიზნით რომ ევროპელი კოლეგები დამატებით შეღავათებზე დაითანხმოს.

ტერეზა მეი მოკავშირეებისგან ირლანდიის საზღვართან ე.წ. სადაზღვევო გეგმასთან დაკავშირებით უფრო მყარ გარანტიებს მოითხოვს, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსები გარიგების დამტკიცებაზე დაითანხმოს.

ტერეზა მეი ანგელა მერკელს, ჟან კლოდ იუნკერს და დონალდ ტუსკს შეხვდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავის მხრივ უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირი გარიგების პირობებს არ გადახედავს, თუმცა მზად არის განიხილოს ის პირობები, რომელიც ბრიტანეთში შეთანხმების რატიფიცირებას გაამარტივებს. დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს ევროპელი ლიდერების სამიტი მოიწვია. 


დღის ამბები