28 სექტემბერი 2024,   17:20
ვრცლად
„მხოლოდ ქართული“  მზიკო ფარტენაძემ დატოვა

მხოლოდ ქართული გუშინ კიდევ ერთმა კონკურსანტმა, მზიკო ფერტენაძემ დატოვა. მასთან ერთად აუთსაიდერი ვიოლეტა მგალობლიშვილი იყო. ტურის ლიდერი კი, ზედიზედ მეორე კვირაა გიორგი კელაპტრიშვილია.

ყველაზე ეროვნული მუსიკალური პროექტის მონაწილე ნოდარიკო ხუციშვილი ისევ მაყურებლის და ჟიურის რჩეულია.

"მხოლოდ ქართულის" მესამე კონცერტზე კონკურსანტებმა კომპოზიციები რუსა მორჩილაძის შემოქმედებიდან შეასრულეს. მაყურებელმა და ჟიურიმ კომპოზიტორის ცნობილი სიმღერების ახალი ვერსიებიც მოისმინა.

მომდევნო ორშაბათს, მეგა შოუს მეოთხე კონცერტზე გამარჯვებისთვის ბრძოლას უკვე 7 კონკურსანტი გააგრძელებს.

დღის ამბები