28 სექტემბერი 2024,   17:26
ვრცლად
აშშ-ს სასამართლომ ტრამპის ყოფილი მრჩევლისთვის განაჩენის გამოცხადება გადადო

შეერთებული შტატების სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი გადადო. გადაწყვეტილება მოსამართლემ იმ მოტივით მიიღო, რომ მაიკლ ფლინმა პროკურატურასთან თანამშრომლობა დაასრულოს და ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების შესახებ გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.

გადამდგარ გენერალს, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად სულ 24 დღე მუშაობდა, ეფ ბი აის-თვის ცრუ ჩვენების მიცემა ბრალდება. საქმის მასალების თანახმად მან რუსეთის ელჩთან შემდგარი საუბრის შინაარსის შესახებ გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მოსამართლემ მაიკლ ფლინი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა .

პროცესი ვაშინგტონის სასამართლოში 13 მარტს განახლდება.

დღის ამბები