28 სექტემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ევროკავშირის ინსტიტუტების საკომუნიკაციო სისტემაზე კიდებთავდასხმა განხორციელდა

”ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, ჰაკერებმა ევროკავშირის ინსტიტუტების საკომუნიკაციო სისტემაში შეაღწიეს და დიპლომატიურ მიმოწერაზე წვდომა მოიპოვეს. გამოცემის ცნობით, ჰაკერები ევროპელი დიპლომატების წერილებს, მესიჯებსა და ტელეგრამებს სამი წლის განმავლობაში კითხულობდნენ. მიუხედავად ამისა, წყარო ამტკიცებს, რომ ჰაკერებმა კონფიდენციალური და საიდუმლო მიმოწერა ვერ მოიპოვეს.

ევროპელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჰაკერებმა ისეთივე მეთოდოლოგია გამოიყენეს, როგორსაც ჩინეთის სამხედრო დაზვერვა იყენებს. ამ ფონზე ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კიბერთავდასხმა ჩინეთის ხელისუფლების დავალებით განხორციელდა.

დღის ამბები