28 სექტემბერი 2024,   17:26
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ტერეზა მეისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ინიციატივა კიდევ ერთხელ დააყენეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ტერეზა მეისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების ინიციატივა კიდევ ერთხელ დააყენებს. ამჯერად შუამდგომლობა ”შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ” მოამზადა. შოტლანდიელი დეპუტატები აცხადებენ, რომ აღარ დაელოდებიან ლეიბორისტებს, რომლებიც მერყეობენ და გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობაზე პარლამენტმა გუშინაც იმსჯელა. ლეიბორისტების ლიდერმა მიუღებელი უწოდა ტერეზა მეის წინადადებას, რომელმაც პარლამენტს ამ თემაზე კენჭისყრის გამართვა 13 იანვარს შესთავაზა.

შოტლანდიის პარტიის ინიციატივას ლეიბორისტები ჯერ არ გამოხმაურებიან. შუამდგომლობას ლიბერალ-დემოკრატებმა, უელსისა და მწვანეთა პარტიებმა უკვე მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები