28 სექტემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ლონდონის აეროპორტი მესამე დღეა პარალიზებულია

ლონდონის გეთვიკის აეროპორტი მესამე დღეა პარალიზებულია. ასაფრენი ბილიკების თავზე მფრინავი დრონების წინააღმდეგ ოპერაციაში პოლიციასთან ერთად ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

სამართალდამცველები საფრენი აპარატების ჩამოგდებას გეგმავენ. პარალელურად კი დრონების ოპერატორის ძებნა მიმდინარეობს.​
აეროპორტიდან გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს 110 ათასი მგზავრი. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. გაუქმებულია 657 რეისი. როდის აღდგება ფრენები ჯერ ისევ უცნობია.

ლონდონის გეთვიკის აეროპორტი უკვე მესამე დღეა არ ფუნქციონირებს. მიზეზი დრონები გახდა, რომლებიც აეროდრომის თავზე შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით ასაფრენი ბილიკები გადაკეტეს, შეწყდა რეისების მიღება. როდის განაახლებს მუშაობას გეთვიკის აეროპორტი კვლავ უცნობია.

დღის ამბები