28 სექტემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ბარსელონაში სეპარატისტების აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო

ბარსელონაში სეპარატისტების აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო. დემონსტრანტები ქალაქის მთავარ ქუჩაზე შეიკრიბნენ და ესპანეთის მთავრობის წევრთა ვიზიტი გააპროტესტეს.

მათ მეთოთხმეტე საუკუნის შენობასთან ბარიერების გარღვევა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მომიტინგეებმა პოლიციელებს საღებავები და მანათობლები ესროლეს.

დააკავეს ერთი დემონსტრანტი, რომელსაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო მასალა ჰქონდა.

ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სხდომების ნაწილს ბარსელონაში ჩაატარებს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიელების ლიდერს შეხვდა. მხარეები კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები