28 სექტემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ირანელმა სამხედროებმა ამერიკული ხომალდების სიახლოვეს რაკეტები გაისროლეს

ჯეიმს მატისის გადადგომისა და ე.წ. შათდაუნის ფონზე, ირანმა სპარსეთის ყურეში მორიგ სახიფათო მანევრებს მიმართა. ირანელმა სამხედროებმა ამერიკული ხომალდების სიახლოვეს რაკეტები გაისროლეს. ინფორმაციას ჟურნალისტები ავრცელებენ, რომლებიც ამერიკული ავიამზიდის ბორტზე იმყოფებიან. შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ატომური ხომალდები, ორმუზის სრუტის გავლით სპარსეთის ყურეში გუშინ შევიდნენ. ეს ამერიკული ხომალდები სპარსეთის ყურეში დისლოკაციის პირველი შემთხვევაა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპა ირანის ისტორიული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თეირანმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ორმუზის სრუტეს დახურავს და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებზე დასაკვირვებლად აკვატორიაში საბრძოლო ხომალდები და დრონები გაგზავნა.

ფოტო:არქივი

დღის ამბები