28 სექტემბერი 2024,   17:20
ვრცლად
მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედელი შეერთებულ შტატებში მორიგი "შათ დაუნის" მიზეზი გახდა

მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედელი შეერთებულ შტატებში მორიგი "შათ დაუნის" მიზეზი გახდა. ხმაურიანი დებატების შემდეგ სენატმა რეზოლუცია ვერ მიიღო, რომელიც მთავრობას 8 თებერვლამდე მუშაობის გაგრძელებას უზრუნველყოფდა.

სენატორები კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. რესპუბლიკელები 5 მილიარდ 700 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რასაც დემოკრატები არ ეთანხმებიან.

რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. შათ-დაუნი 9 უწყებას შეეხო. 420 ათასი თანამშრომელს ანაზღაურების გარეშე მოუწევს მუშაობა, 380 ათასს ადამიანს კი უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ.

დონალდ ტრამპმა სრული პასუხისმგებლობა დემოკრატებს დააკისრა და გააფრთხილა, რომ თუ კედლის მშენებლობას მხარს არ დაუჭერენ, „შათ დაუნი“ დიდ ხანს გაგრძელდება.

დღის ამბები