28 სექტემბერი 2024,   17:23
ვრცლად
შეერთებული შტატებისა და კანადის შეიარაღებული ძალები სანტა-კლაუსის მოგზაურობისთვის ემზადებიან

შეერთებული შტატებისა და კანადის შეიარაღებული ძალები სანტა-კლაუსის მოგზაურობისთვის ემზადებიან. ლაპლანდიელი სანტა და მისი ირმები, შობის ღამეს, 24 დეკემბერს ისევ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაემგზავრებიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ.

ტრადიციის თანახმად, სანტას მარხილის გადაადგილებას "ნორადის" სააგენტო გააკონტროლებს. წელს კამპანიას 1500 მოხალისეც შეუერთდა.

სამხედროებთან ერთად მარხილის გადაადგილებაზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს "ნორადის" ვებგვერდზე შეეძლება.

გასულ წელს სანტა კლაუსის მარშრუტს პირდაპირ ეთერში 18 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

დღის ამბები