28 სექტემბერი 2024,   17:20
ვრცლად
დრონების გამოჩენის გამო გეიტქვიკის აეროპორტმა მუშაობა ისევ შეაჩერა

დრონების გამოჩენის გამო გეიტქვიკის აეროპორტმა მუშაობა ისევ შეაჩერა. მას შემდეგ რაც ორდღიანი პაუზის შემდეგ ლონდონის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება და გაშვება დაიწყო, ტერიტორიის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატები ისევ გამოჩნდნენ.

შედეგად აეროპორტში დამატებითი ძალა გაიგზავნა. პოლიციის ვებგვერდზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონების გაშვების საქმეზე სამართალდამცველებმა უკვე ორი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილები სასექსის რაიონში დააპატიმრეს, თუმცა პოლიცია მათ ვინაობას და მოტივს არ ასახელებს.

დღის ამბები