28 სექტემბერი 2024,   17:22
ვრცლად
უნგრეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

უნგრეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. შრომითი კანონის მოწინააღმდეგეები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტები ქვეყნის პირველი პირის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მან საკუთარი მოქალაქეების მონობას მოაწერა ხელი.

ახალი კანონი, რომელსაც მოსახლეობამ "მონური კანონი" უწოდა, ზეგანაკვეთური საათების გაზრდას ითვალისწინებს და დამსაქმებელს ამ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების სამი წლით გადავადების უფლებას ანიჭებს. თუ კანონს არ გააუქმებენ, მომიტინგეები მასშტაბური აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

დღის ამბები