28 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ლაპლანდიელმა სანტამ მსოფლიოს გარშემო საშობაო მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსმა ტრადიციული საშობაო მოგზაურობა დაიწყო. ბავშვებისთვის საჩუქრების მისატანად ის მთელს მსოფლიოს შემოივლის. გამგზავრებამდე სანტა კლაუსმა დამდეგი შობა საკუთარ სახლთან შეკრებილ ბავშვებსა და მათ მშობლებს მიულოცა, რომლებიც გაუსაძლისი ყინვის მიუხედავად მის გასაცილებლად შეიკრიბნენ.

ლაპლანდიელი სანტას და მისი ირმების გადაადგილებას ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის სააგენტო 24 საათიან რეჟიმში მიადევნებს თვალს. მარხილის გადაადგილებაზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს "ნორადის" ვებ-გვერდზე შეუძლია.

დღის ამბები