28 სექტემბერი 2024,   17:25
ვრცლად
კატალონიაში ტერორისტს ეძებენ

კატალონიაში ტერორისტს ეძებენ, რომელიც საახალწლო პერიოდში ბარსელონაში თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ეჭვმიტანილი 30 წლის მაროკოელია, რომელიც კასაბლანკაში ცხოვრობს და ავტობუსის მძღოლის მოწმობა აქვს. უსაფრთხოების მიზნით დაცვა გაძლიერებულია ბარსელონის ცენტრში, ღირსშესანიშნავ ადგილებსა და რამბლას ქუჩაზე, სადაც შარშან აგვისტოში ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ტერორისტი საფეხმავლო ქუჩაზე ფურგონით შეიჭრა და გამბლელებს გადაუარა. დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ბარსელონაში მყოფი თავისი მოქალაქეები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებზეც და ტრანსპორტშიც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

დღის ამბები